ჩანაწერები...


უშენოდ...
წამები შლიან მარადისობას,
მოგონებები მთვარისკენ რბიან,
კვლავ უიმედოდ გავყურებ ზეცას,
კვლავ უშენობით მევლება სიო,
                                                       რომელსაც შენი სახელი ჰქვია...

მთვარესაც წაშლის დილის ნათება,
ალბათ ოდესღაც გიწოდებ წარსულს...
მინდა ამ ღამით თავი მოვიკლა
გადავეჩეხო უძირო უფსკრულს!..

მინდა ამ ღამით უკანასკნელად,
რომ გავიგონო ჩვეული ხმები,
ისევ ცას ვუმზერ, და უბედობა
კვლავაც დამცინის...
                                        აღარ ჩანს გზები...

შენ შემაყვარე ზამთრის პირას, ხეზე შემორჩენილი შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლი, რომელსაც შენი თმების სუნი აქვს...

შენ შემაყვარე შემოდგომის წყვდიადში ჩაძირული მზის ყურება და მზისგან მოჭრილი თვალების შუქი, რომელშიც შენი თმების ფერი ელვარებს...

მე მიყვარდა გაზაფხული... თბილი მზე და დილის ვარდი (რომელსაც შენი თმების სურნელი ასდის...)
ეხლა კი მე ვდგევარ გზაში, სადაც უმოწყალოდ დაჰქრის ქარი... და გაგეყარე მხოლოდ იმიტომ, რომ... უნებურად... ისე, ჩემთვის... სულ შემთხვევით... .......... ...

 05/05/13.
22:14



ქუჩა...
   ქუჩას მივყვები აუჩქარებლად... ქარია... საიდანღაც მოისმის განაწყენებული ძაღლის ყეფა... სიმწვანე... სისპეტაკე... სიცივე... კრთომა და თრთოლვა... ყურში გამდნარი აკორდები... სიცარიელე და მარტოობა გამხილდა და დავუმეგობრდი... გვიყვარს მე და ქუჩას ერთმანეთი... რადგან ამ წუთას ორივე ცარიელი ვართ... 
   ცივ ქუჩას უკანასკნელი  ტოვებს მათხოვარი და უკანასკნელი გამვლელისგან, ეჭვი მაქვს უკანასკნელად ითხოვს უკანასკნელ ხურდას... ფულის წამოღება არც მიფიქრია, ვიფიქრე, ასეთ დროს არაფერში დამჭირდებოდა... მაგრამ თუ დაიჯერებთ ყველაზე მეტად ახლა მინოდა მქონოდა... სიცივე და სირცხვილი... ერთად მათრთოლებს და მყინავს... ხშირად მივარდება კალამიც ხელიდან, ისევე როგორც მას __ უკანასკნელი გროში... ან კიდევ უცნაურ მონახაზებს ტოვებს ფურცელზე, ისევე როგორც ის ქალი __ ქვაფენილზე... 
   გახეული ჯიბის სარჩულში უკანასკნელ თეთრს წავაწყდი... სიხარულისგან ცას ვეწიე... თრთოლვამ და სირცხვილმა თავი დამაღწიეს... 
   თბილისის ბნელი ცა ურცხვად დაეფარათ თეთრ ღრუბლებს... მომაგონდა ერთ წყნარ ადგილას მდგარი საყდარი... როცა გვერდს გავუვლიდი სულ მიტაცებდა მისი სიმარტოვე... იმ საყდრისკენ ავიღე გეზი... შორიდანვე, სარკმელში ვხედავ ხატის წინ მოკიაფე სანთელს... იმედით და რწმენით შევიმოსე... ვუახლოვდები... მიდამო მქრქალი შუქით იყო სხივმოფენილი... სანთლის შუქი ფორმას იცვლის, ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ხან ცისკენ მიაპყრობს სხივს, ხან კიდე ირგვლივ ჰორიზონტს მინათებს...
  _რა საოცარი სიტყვაა არა? __ჰორიზონტზეა მარადიულად, განუყოფელი წყევლა და ლოცვა...    
  _უცებ ვიგრძენი რომ პრობლემა ჩემში იყო... მიზეზი კი იმ უცნობში... თვალზე ცრემლი მომდგარიყო... ცოტაარიყოს გამიკვირდა... თანაც თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი...  სათვალის ქვეშ, თითით მოვიცილე ეს უცხო სხეული... საყდარს მივუახლოვდი... ცოტაარიყოს ციოდა... ალბათ უკეთეს ადგილს ვერც ვიპოვიდი სითბოსა და სულიერი სიმშვიდის მისაღეებად... 
  ცას ავხედე... ღრუბლები ჩემს თავზე მოგროვილიყვნენ... წინ რაღაცამ გაირბინა... თამამად შევაღე საყდრის ჭიშკარი... მაგრამ....  ვაი, რომ ვერ შევაღე... ჭიშკარს შევეხეთქე იმედმინდობილი... საყდრის ჭიშკარზე მძიმე და ხმაურიანი ბოქლომი აჩხრიალდა...  სინათლე მალევე დამიბრუნდა და სიბნელეში უცნობი, საშიში თვალები დავინახე... მხოლოდ თვალები...  უცნობი და ამაზრზენი... გული მეც იგივე გრძნობით ამევსო... უკან შემოვბრუნდი... ცოტა გავიარე და კვლავ ცას ავხედე... ღრუბლებმა, თითქოს ტრიუმფი განიცადესო... ელვისებურად მიჰქროდნენ აღმოსავლეთისკენ... მე კი... მე, კიდევ ერთხელ ვიგრძენი მარტოობა... ჩემმა სხეულმა კი __ სიცივე...










 








* * *
     განმშორდით ხორცისმჭამელნო ადამიანებო... მე თქვენ არ მჭირდებით! თქვენ მე ჭკუას ვერ მასწავლით და ვერც სწორ გზას მიჩვენებთ! ღატაკნო და ხორცით მდიდარნო, აჰა!... დგება ჟამნი თქვენნი!... დაე ყველას მოგეზღოთ თქვენი კუთვნილი ტანჯვა და ვაება! დაე, ყველამ გამოცადოთ ხორციელი ტკივილები, რადგან სული თქვენი ყრუ და უგრძნობია ვითარცა ქვა, და ვითარცა კლდენი ალპებში მდგარნიი!... მზე და სითბო რომ არაფერს წარმოადგენს მისთვის... ღატაკთა და განუკითხავთა შვილებო გეშინოდეთ!




  ჩემთვის უბრალოდ 14 თებერვალი...
  დღეს დილით მივიღე შეტყობინება:
     „ვალენტინობას გილოცავ, მუდამ სიხარულით, ბედნიერებითა და სიყვარულით გეცხოვროს... შენს გულს ეს წმინდა და ჭეშმარიტი გრძნობა სიცოცხლის ბოლო წუთამდე აძლიერებდეს... ცხოვრების სტიმულს გმატებდეს და მთელ სხეულსა და გონებას ამ გრძნობით გიფორიაქევდეს,,, სიყვარული ხომ ის არის, რასაც არაფრის ყველაფრად ქცევა შეუძლია...
     გწამდეს... მთავარია მიენდე ხმას გულისა, რომელიც გიჩვენებს გზას მარადიულობისა და ჭეშმარიტებისაკენ...“
     __ რაღაცნაირად გავთბი... ცოტაარიყოს მეუცხოვა... პასუხიც კი არ მიმიწერია, ან კი რა უნდა მეპასუხა? ნომერი __ უცნობი... მეკითხა, რომ _ გმადლობთ, მაგრამ ვერ გიცანითქო?...
   ... მერე შემეშინდა... იმედგაცრუების შემეშინდა... და პასუხის __ უკაცრავად ნომერი შემეშალა. .  .   .    .     .        



        სულის სიმები...

     ღამეა ჩვეულებრივი... ცა__ოდნავ ოფიციალური... თავისი ვარსკვლავებით... ალაგ-ალაგ ნატიფი ღრუბლებიც გამოჩნდებიან ხოლმე...

                               ..... ცეცხლოვანი ტანგო აზარტში შედის...

     ღამის სისადავეში სარკმლიდან მოსჩანს ბინის თავზე უხერხულად შემომჯდარი, მორცხვი, ფერმკრთალი მთვარე...

                                                                      ..... ვჩქარობ.....

     საცაა ბინაში ჩაესვენება... ჩემს ყოველ სიტყვას მას ვეკითხები... უკვე ფეხზე ვდგები, არადა მუხლს უნდა ვიყრიდე მის წინაშე... ის თავის ადგილს უბრუნდება, უფრო კი მე ვდგები ფეხის წვერებზე...

                     ..... ცეცხლოვანი ტანგო აზარტში შედის...

                                                                 შთა(ს) გონება ვეღარ უძლებს...

     მატერიალური ღირებულებები არასოდეს მხიბლავდა, მხოლოდ დღეს ვინატრე მქონოდა დიდი სახლი საიდანაც მუდამ შემეძლებოდა მისი დანახვა...

                     ..... ტანგო ლირიკამ შეცვალა...

                                 __დღეს ის ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მაინც გამორჩეული...

    მახსენდება მისი ბუნდოვანი, ჩრდილში მყოფი მეორე ნახევარი... თითქოს ისიც კანონზომიერებით რომ მიისწრაფოდა სრულყოფილებისკენ...

                     ..... სიმყუდროვეში საიდუმლო ბაღის ლირიკა იღვრება...

                                  __ო, როგორ მახსენდება მე... ის...

     დღეს განსაკუთრებით მარტოსული მეჩვენა... უწინ, როცა ვხედავდი მე მას, ვცდილობდი ჩემთვისაც მოექცია ყურადღება... დღეს კი ის მხოლოდ მე მიყურებდა...

       ..... მახსენდება, მახსენდება და მტკივა...      მტკივა ო, როგორ მე ის...

                      ..... სასულე ორკესტრი ეშხში შედის...

     ყვითელ ავტობუსებს კვლავ გადააქვს ქვეყნის მომავალი დარდი და სევდა... კონტროლიორიც მორიგ ჯარიმას ამოუწერს დაბნეულ და დარცხვენილ სევდას...

          __ყველა რომ ასე პირნათლად ასრულებდეს თავის ვალს, მჯერა რომ...
      ვიოლინოების შეხმატკბილებული ლეგატოები უტეხად ცდებიან უკიდეგანო სულის საზღვრებს...
     თუკი ორი მთვარე იქნებოდა ცაზე, ალბათ ერთს შენს სახელს დავარქმევდი... ამ უკანასკნელს კი __ „სულის სიმებს“   ... ასე ურცხვად რომ უყვარს მასთან თამაში...





მარიამის ლექსისი მოტივზე :)

ნაწვიმარ ქუჩებს შენკენ სავალ გზებს ვეკითხები,
წვიმის წვეთები გამანდობენ უთვალავ დარდებს,
მხრებს მისველებენ და მეც ლაღად ვესაუბრები,
ირგვლივ ვერ ვამჩნევთ ათასობით ქოლგიან გამვლელს...


                                                                                                                    03/02/13

უშინაარსობავ...

      უშინაარსობავ... თუმცა რა დროს ეგაა... 
      დრო... _ გამოუყენებელი სიმდიდრე... 
                                   წუთი... _ დაუხურდავებელი მონეტა... 
     ყვითელი.... არაშემოდგომა უკვე დიდ ხანია წარსულს ჩაბარდა... 
     _ფანჯარა დახურეთცივა... 
   _ყინვასავით   მოუთოკავმა   ხმამ  უნებლიედ  გაატანა  ძვლებში...  უკმაყოფილოამაზრზენი სიჩუმე... 
     სადღაც ყრუდ გაისმის მეცხრეს ფინალი... დიდი ლუდვიგი... _კი ეგაა... _უცებ უკან მივიხედე... მაგრამ თვალწინ დროთა სიშავით შეთეთრებულიდაცვარული მინა შემეფეთა... ბრბო ჩემ წინ მოკალათებულიყო... აჰააქვეცნობიერად დამემოწმა ჩუმი "მე", სადღაც კუთხეში რომ მიმალულიყო... ანშლაგიჩოჩქოლი... დროზე განაწყენებულ ადამიანთა უწმაწურითუმცა უკვე წესად ქცეულიმშობლის ამაგის "დაფასება"...
     კადრები კადრებს მისდევდა... უცებ ჩემი თავი მომელანდა... ისუძრაობის სარკეში საკუთარ თავს უცქერდა და მასზე შორსსადღაცუსასრულობისკენ იყურებოდა... 
     ძველ წიგნაკში ჩანაწერი ფრაზა გამახსენდა... "კაცირომელიც შორს იხედებოდა... ერთი შეხედვით მიზანდასახული გეგონებოდამაგრამ მისი სწორუპოვლობა სიშტერის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა...". .  .   .   
სარკეში ამ კაცს თვალი ავარიდე და გაურეცხავ მინას ვესროლე დაბინდული მზერა... ფინალი დასასრულს მიუახლოვდაროცა... 
     _ეჰ... სად წახვედი?... სად დაიკარგე მოდი აქნუ გამირბიხარნუღა მემალებიგამოჩნდი...  _ქვეცნობიერებამ სიშიშვლიდან იფეთქა... აი უკვე ჩემთან ხარაქ ნურაფრის გეშინია... 
     ხელში ვგრძნობ მის მაჯისცემას , მაოცებს მისი გაუცხოვება... წყნარი სიმშვიდის ფონზე სმენა გაირინდა... მუსიკალური ნაწარმოების მშვიდილირიკული მელოდიაადაჟიონელა შემოიჭრა ჩემში... სულისაღმძვრელი სურვილით გაინაბა გონებაისევე როგორც მისი მაჯისცემა... 
     სამუელის ლირიკა სიმებიანი საკრავთათვის... მეთერთმეტე ოპერიდან... ტანში მაჟრჟოლებს მისი მოსმენა... მთრთოლავს... მაჩუმებს... მყინავს...




















                              გზააბნეული...

 დღეს, შეიძლება დამთავრდეს ჩემი ოცნება, ფიქრები...
დღეს, შეიძლება გაქარწყლდეს იანვრის მკრთალი სიზმრები...

დღეს, შეიძლება დაჰქროდნენ მთებში ქორბუდა ირმები,
და, შეიძლება დღეს შავთეთრს ემსგავსოს ჩემი სავალი გზები
და სამუდამოდ ჩამოწვეს ნისლი დაღვრილი სისხლი ამაოების...

დღეს, შეიძლება ამაოდ, მაგრამ მაინც ტყე-ღრისკენ მიჰქრის მერანი
და არ მოშორდეს თავის სამშობლოს თავის აღმზრდელზე შეყვარებული...

ამ დღემ იქნება ლურჯი ღრუბელი დაადნოს, წვიმამ დარეცხოს კლდენი,
ამ დღემ იქნება აღვირახსნილის დაკოდოს გული ამ სიყვარულის...

ჰკივის... გაჰკივის ქარი __ გრიგალი... დაჰქრის მერანი აღვირახსნილი...
შემოდგომისა ოქროსფერ ჭალებს, თავს დაჰარატებს მდუმარე მთვარე...

და შეიძლება ამ დღემ ისარი დაასოს ჩემს გულს და სევდა __ მთვარეს,
და შეიძლება სამარადისოდ იხსნას აღვირი, გადიჰკრას სახრე
უკან მოხედვის გარეშე გაჰქრეს....
                                                            საითკენ მიჰქრის ნეტავ მერანი?!..

                                                                                23.04.2009.         {ბექა ფხაკაძე}









შემოდგომა...

ფოთოლგაცვენილს, თმაჭაღარას სტირის ბუნება,
სიო მკრთომარე მობიბინე ველს ააღელვებს,
ამ თმაშიშველა ტყეებში დაჰქრის უდროოდ ქარი,
ვეღარ აჩერებს ვერც ბუნება, ვერც ჯადოქარი...

ლტოლვა, სურვილი, სულისკვეთება
იძრწვის და უნდა ისევ აჰვავდეს...
ფოთოლგაცვენილს, შესუსტებულსა
აწმყოს იმედით სულ აღარ სჩანდეს.

მორჩა... გათავდა, ამ სინანულის დრო, ჟამი უკვე გამოგველია...
მომავლის იმედს იტოვებს დარი, მაგრამ ახლოა ცივი ზამთარი....


                                                                                        {ბექა ფხაკაძე}
















უძილო ღამე...
ახლა ვარ სარკმელთან და რას ველოდები?!
ჭექაა გარეთ და მე მაინც ვღიღინებ,
ლოთიან კაცებს სუფრა გაუშლიათ
და მათ ჟრიამულში კაცი ვერ იძინებს.

ახლა ზაფხულია, მიწას ალი ასდის,
წვიმს და მაინც ყვირის ცისა სილაჟვარდე,
ჭექავს, ისევ ჭექავს მეცხრე კიდობანი
ბრწყინავს სანთლის შუქზე ცრემლის სიკამკამე.

გარეთ ხომ ვერ გახვალ, წვიმა დაგასველებს,
შინ კი ვერ ჩერდები ცეცხლი გეკიდება,
იქნებ ვინმეს უჭირს, მე კი ვერას ვიქმნი...
სიზმარი მგონია და აღარ მეღვიძება.

ვისაც მართლა სიზმრად ჩაუთვლია ეს დრო,
ეშმაკს ჩაუსვია თვალში ბასრი ბრჭყალი,
იქნებ მასაც უნდა რომ გამოიღვიძოს
მაგრამ არ ეძლევა ამის ერთი შანსიც...

ვისაც მართლა სძინავს, ნეტა რა აძინებს?
ამ მშვენიერ წამებს რატომ არ შეცქერის?!
გარეთ დასველდები... შინ კი ცეცხლი გენთის...
რა სჯობს?! ასეთ წამებს ნეტა ვინ შესცქერის?..

ეხლა ისევ ჭექავს, ცად გაენთო ელვა,
ვიღაც მარტოსული შეუპყრია სევდას,
_ნეტავ რა ატირებს?... - მტანჯავს მისი დარდი,
ალბათ სახლი არ აქვს და ამისთვის ტირის...

ალბათ წყალი არ აქვს, აქვს სურვილი ჭამის,
ალბათ სახლი არ აქვს, ეშინია ღამის...
საფლავს დაჰქვითინებს, გული დარდით მევსის
და თან მგონია, რომ ჩემს მეტს არვის ესმის.

უცებ აირია გრძნობა, განცდა, ფიქრი...
მისი გონება კი უკვე შორით მიჰქრის,
დატრიალდა ჩემში დიდი გრძნობის ალი,
ვთქვი, თუ: „ღმერთო ჩემო, სად არს სამართალი?“...

მღერის იავნანას ისევ ქართვლის დედა,
ისევ ცხრა ვაჟკაცად აღზრდის შვილებს დედა,
ისევ არაგვის პირს ჩავუსხდებით ხევში
ჩვენი სამშობლოსთვის იარაღით ხელში.

ხელთ აქვს ეკლის ვარდი, უკვე ჩამომჭკნარი...
ხელებდასისხლული ისევ იმ ქვასთან ზის,
ფიქრად გაუელვებს გრძნობა სატანჯველი...
_ყველას გეგონებათ, თითქოს არაკს ვყვები!..

ცეცხლი უდუღს გულში და სურს გაღვიძება,
სურს რომ გააღვიძოს მისი მოტრფიალე,
მხოლოდ ერთი სიტყვა, სიტყვა მრავალჟამის,
რითაც სულდგმულებდა წუთისოფლის კაცი...

სტირის ისე შმაგად სტირის მაძებარი,
ჭექავს ქუხილი და ელვის ნაპერწკალი...
ღმუის ვით ლა ქაჯი გულდაკოდვის წინათ,
ხელ-ფეხ შებორკილი შვილი დედის წინა...

_ვეღარ მოვითმინე ეს უაზრო ლხენა,
ეს ღრუბლების დნობა, კაცთა ტანჯვის ცქერა...
ვეღარ მოვითმინე... ღმერთო მაპატიე...
............................................ .............  .... ..........



                                             {ბექა ფხაკაძე}


გზააბნეული
*  *  * 
მე მენატრება შენი დანახვა,
მაოცებს შენი მკრთალი თითები,
გზაზე მივდივარ დავეხეტები,
ბნელ გზას მინათებს ლამპიონები...

ქუჩაში ვდგევარ, და გზა არსით ჩანს,
ჰაერში ფრთხება ფრთები ყვავების,
რომ მიგატოვო, მითხარი რა ვქნა,
რაღა ვქნა, როცა არ გეყვარები...

მე და სიბნელე მივყვებით ღამეს,
სიჩუმე ყვირის სადღაც, ფანჯრიდან...
როცა მოვკვდები, არ შეგაწუხებ,
ვერ შეგაწუხებ ცივ სამარიდან...

ადამიანობს ყველა ვერაგი, 
დაბორიალობს სარკინოზები,
დაღამებისას მელანდებიან 
ფრთებშემოსხმული ანგელოზები...

გაშმაგებული მივწვდები ყურმილს...
გაშმაგებული ბოლთას სცემს ქნარი...
შემომადნება ხელში ყურმილი 
და პასუხს არ მცემს არც ერთი ქალი...

კრძალვით, შემკრთალი გადაშლი ალბომს,
სურათებს ხედავ, ნახავ ვბერდებით...
-ნუ მომიგონებ როცა დახედავ,
დახედე, როცა მოგაგონდები...
                           
                                                                         ბექა ფხაკაძე

1 comment:

  1. ლექსის ბოლო სტრიქონები ,,ნუ მომიგონებ როცა დახედავ, დახედე როცა მოგაგონდები" ამ ავტორის არ არის!

    ReplyDelete