Saturday, November 17, 2012

გზააბნეული...


 დღეს, შეიძლება დამთავრდეს ჩემი ოცნება, ფიქრები...
დღეს, შეიძლება გაქარწყლდეს იანვრის მკრთალი სიზმრები...

დღეს, შეიძლება დაჰქროდნენ მთებში ქორბუდა ირმები,
და, შეიძლება დღეს შავთეთრს ემსგავსოს ჩემი სავალი გზები
და სამუდამოდ ჩამოწვეს ნისლი დაღვრილი სისხლი ამაოების...

დღეს, შეიძლება ამაოდ, მაგრამ მაინც ტყე-ღრისკენ მიჰქრის მერანი
და არ მოშორდეს თავის სამშობლოს თავის აღმზრდელზე შეყვარებული...

ამ დღემ იქნება ლურჯი ღრუბელი დაადნოს, წვიმამ დარეცხოს კლდენი,
ამ დღემ იქნება აღვირახსნილის დაკოდოს გული ამ სიყვარულის...

ჰკივის... გაჰკივის ქარი __ გრიგალი... დაჰქრის მერანი აღვირახსნილი...
შემოდგომისა ოქროსფერ ჭალებს, თავს დაჰარატებს მდუმარე მთვარე...

და შეიძლება ამ დღემ ისარი დაასოს ჩემს გულს და სევდა __ მთვარეს,
და შეიძლება სამარადისოდ იხსნას აღვირი, გადიჰკრას სახრე
უკან მოხედვის გარეშე გაჰქრეს....
                                                            საითკენ მიჰქრის ნეტავ მერანი?!..

                                                                                23.04.2009.         {ბექა ფხაკაძე}









შემოდგომა...



ფოთოლგაცვენილს, თმაჭაღარას სტირის ბუნება,
სიო მკრთომარე მობიბინე ველს ააღელვებს,
ამ თმაშიშველა ტყეებში დაჰქრის უდროოდ ქარი,
ვეღარ აჩერებს ვერც ბუნება, ვერც ჯადოქარი...

ლტოლვა, სურვილი, სულისკვეთება
იძრწვის და უნდა ისევ აჰვავდეს...
ფოთოლგაცვენილს, შესუსტებულსა
აწმყოს იმედით სულ აღარ სჩანდეს.

მორჩა... გათავდა, ამ სინანულის დრო, ჟამი უკვე გამოგველია...
მომავლის იმედს იტოვებს დარი, მაგრამ ახლოა ცივი ზამთარი....


                                                                                        {ბექა ფხაკაძე}



უძილო ღამე...


ახლა ვარ სარკმელთან და რას ველოდები?!
ჭექაა გარეთ და მე მაინც ვღიღინებ,
ლოთიან კაცებს სუფრა გაუშლიათ
და მათ ჟრიამულში კაცი ვერ იძინებს.

ახლა ზაფხულია, მიწას ალი ასდის,
წვიმს და მაინც ყვირის ცისა სილაჟვარდე,
ჭექავს, ისევ ჭექავს მეცხრე კიდობანი
ბრწყინავს სანთლის შუქზე ცრემლის სიკამკამე.

გარეთ ხომ ვერ გახვალ, წვიმა დაგასველებს,
შინ კი ვერ ჩერდები ცეცხლი გეკიდება,
იქნებ ვინმეს უჭირს, მე კი ვერას ვიქმნი...
სიზმარი მგონია და აღარ მეღვიძება.

ვისაც მართლა სიზმრად ჩაუთვლია ეს დრო,
ეშმაკს ჩაუსვია თვალში ბასრი ბრჭყალი,
იქნებ მასაც უნდა რომ გამოიღვიძოს
მაგრამ არ ეძლევა ამის ერთი შანსიც...

ვისაც მართლა სძინავს, ნეტა რა აძინებს?
ამ მშვენიერ წამებს რატომ არ შეცქერის?!
გარეთ დასველდები... შინ კი ცეცხლი გენთის...
რა სჯობს?! ასეთ წამებს ნეტა ვინ შესცქერის?..

ეხლა ისევ ჭექავს, ცად გაენთო ელვა,
ვიღაც მარტოსული შეუპყრია სევდას,
_ნეტავ რა ატირებს?... - მტანჯავს მისი დარდი,
ალბათ სახლი არ აქვს და ამისთვის ტირის...

ალბათ წყალი არ აქვს, აქვს სურვილი ჭამის,
ალბათ სახლი არ აქვს, ეშინია ღამის...
საფლავს დაჰქვითინებს, გული დარდით მევსის
და თან მგონია, რომ ჩემს მეტს არვის ესმის.

უცებ აირია გრძნობა, განცდა, ფიქრი...
მისი გონება კი უკვე შორით მიჰქრის,
დატრიალდა ჩემში დიდი გრძნობის ალი,
ვთქვი, თუ: „ღმერთო ჩემო, სად არს სამართალი?“...

მღერის იავნანას ისევ ქართვლის დედა,
ისევ ცხრა ვაჟკაცად აღზრდის შვილებს დედა,
ისევ არაგვის პირს ჩავუსხდებით ხევში
ჩვენი სამშობლოსთვის იარაღით ხელში.

ხელთ აქვს ეკლის ვარდი, უკვე ჩამომჭკნარი...
ხელებდასისხლული ისევ იმ ქვასთან ზის,
ფიქრად გაუელვებს გრძნობა სატანჯველი...
_ყველას გეგონებათ, თითქოს არაკს ვყვები!..

ცეცხლი უდუღს გულში და სურს გაღვიძება,
სურს რომ გააღვიძოს მისი მოტრფიალე,
მხოლოდ ერთი სიტყვა, სიტყვა მრავალჟამის,
რითაც სულდგმულებდა წუთისოფლის კაცი...

სტირის ისე შმაგად სტირის მაძებარი,
ჭექავს ქუხილი და ელვის ნაპერწკალი...
ღმუის ვით ლა ქაჯი გულდაკოდვის წინათ,
ხელ-ფეხ შებორკილი შვილი დედის წინა...

_ვეღარ მოვითმინე ეს უაზრო ლხენა,
ეს ღრუბლების დნობა, კაცთა ტანჯვის ცქერა...
ვეღარ მოვითმინე... ღმერთო მაპატიე...
............................................ .............  .... ..........

                                             {ბექა ფხაკაძე}