Saturday, November 17, 2012

უძილო ღამე...


ახლა ვარ სარკმელთან და რას ველოდები?!
ჭექაა გარეთ და მე მაინც ვღიღინებ,
ლოთიან კაცებს სუფრა გაუშლიათ
და მათ ჟრიამულში კაცი ვერ იძინებს.

ახლა ზაფხულია, მიწას ალი ასდის,
წვიმს და მაინც ყვირის ცისა სილაჟვარდე,
ჭექავს, ისევ ჭექავს მეცხრე კიდობანი
ბრწყინავს სანთლის შუქზე ცრემლის სიკამკამე.

გარეთ ხომ ვერ გახვალ, წვიმა დაგასველებს,
შინ კი ვერ ჩერდები ცეცხლი გეკიდება,
იქნებ ვინმეს უჭირს, მე კი ვერას ვიქმნი...
სიზმარი მგონია და აღარ მეღვიძება.

ვისაც მართლა სიზმრად ჩაუთვლია ეს დრო,
ეშმაკს ჩაუსვია თვალში ბასრი ბრჭყალი,
იქნებ მასაც უნდა რომ გამოიღვიძოს
მაგრამ არ ეძლევა ამის ერთი შანსიც...

ვისაც მართლა სძინავს, ნეტა რა აძინებს?
ამ მშვენიერ წამებს რატომ არ შეცქერის?!
გარეთ დასველდები... შინ კი ცეცხლი გენთის...
რა სჯობს?! ასეთ წამებს ნეტა ვინ შესცქერის?..

ეხლა ისევ ჭექავს, ცად გაენთო ელვა,
ვიღაც მარტოსული შეუპყრია სევდას,
_ნეტავ რა ატირებს?... - მტანჯავს მისი დარდი,
ალბათ სახლი არ აქვს და ამისთვის ტირის...

ალბათ წყალი არ აქვს, აქვს სურვილი ჭამის,
ალბათ სახლი არ აქვს, ეშინია ღამის...
საფლავს დაჰქვითინებს, გული დარდით მევსის
და თან მგონია, რომ ჩემს მეტს არვის ესმის.

უცებ აირია გრძნობა, განცდა, ფიქრი...
მისი გონება კი უკვე შორით მიჰქრის,
დატრიალდა ჩემში დიდი გრძნობის ალი,
ვთქვი, თუ: „ღმერთო ჩემო, სად არს სამართალი?“...

მღერის იავნანას ისევ ქართვლის დედა,
ისევ ცხრა ვაჟკაცად აღზრდის შვილებს დედა,
ისევ არაგვის პირს ჩავუსხდებით ხევში
ჩვენი სამშობლოსთვის იარაღით ხელში.

ხელთ აქვს ეკლის ვარდი, უკვე ჩამომჭკნარი...
ხელებდასისხლული ისევ იმ ქვასთან ზის,
ფიქრად გაუელვებს გრძნობა სატანჯველი...
_ყველას გეგონებათ, თითქოს არაკს ვყვები!..

ცეცხლი უდუღს გულში და სურს გაღვიძება,
სურს რომ გააღვიძოს მისი მოტრფიალე,
მხოლოდ ერთი სიტყვა, სიტყვა მრავალჟამის,
რითაც სულდგმულებდა წუთისოფლის კაცი...

სტირის ისე შმაგად სტირის მაძებარი,
ჭექავს ქუხილი და ელვის ნაპერწკალი...
ღმუის ვით ლა ქაჯი გულდაკოდვის წინათ,
ხელ-ფეხ შებორკილი შვილი დედის წინა...

_ვეღარ მოვითმინე ეს უაზრო ლხენა,
ეს ღრუბლების დნობა, კაცთა ტანჯვის ცქერა...
ვეღარ მოვითმინე... ღმერთო მაპატიე...
............................................ .............  .... ..........

                                             {ბექა ფხაკაძე}


No comments:

Post a Comment